ძიუდო | ავთანდილ ჭრიკიშვილი თბილისის გრანდ სლემზე დიდი სპორტიდან გააცილეს #1TVSPORT
ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დღეს დიდი სპორტიდან თბილისის გრანდ სლემზე გააცილეს.
გაცილების საზეიმო ღონისძიება წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის გაიმართა. ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო ევროპის ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული. 2014 წელს ის მსოფლიოს წლის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელეს. ხვალ, 24 მარტს ასევე წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის სპორტიდან ვარლამ ლიპარტელიანს გააცილებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ფინალშია.
ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი ბუტბული ვაზარით დაამარცხა და ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანს შეხვდება.