ძიუდო | ალექსანდრე ლოლაძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | ალექსანდრე ლოლაძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ფინალში იაპონელ კაიტო ამანოსთან დამარცხდა.

ლოლაძემ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობაზე პირველი მედალი მოუტანა. დღეს ტურნირზე იასპარეზა კიდევ სამმა ქართველმა – ლუკა ბაბუციძემ ( 81 კგ), თამაზ კობერიძემ (90 კგ) და ნინო გულბანმა (70 კგ). მათ ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის პირველ დღეს კაკო ჩაფურიშვილსა (60 კგ) და თენგო ზირაქაშვილს (66 კგ) ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ორივე მათგანი დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

ვაჟები:

60 კგ – კაკო ჩაფურიშვილი. 66 კგ – თენგო ზირაქაშვილი. 73 კგ – გიორგი ტერაშვილი. 81 კგ – ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე. 90 კგ – თამაზ კობერიძე. 100 კგ – გიორგი ბადუაშვილი. +100 კგ – შალვა გურეშიძე.

გოგონები:

48 კგ – მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია. 52 კგ – ელენე წიკლაური. 57 კგ – ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე. 63 კგ – ეთერ ასკილაშვილი. 70 კგ – ნინო გულბანი. +78 კგ – ნინო პაპიძე.