ძიუდო | ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს – ალექსანდრე ლოლაძე, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73 კგ), ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური (ორივე 57 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ).
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პირველობაზე ორ ქართველ ძიუდოისტს – კაკო ჩაფურიშვილსა (60 კგ) და თენგო ზირაქაშვილს (66 კგ) ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ორივე მათგანი დამარცხდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:
ვაჟები:
60 კგ | კაკო ჩაფურიშვილი.
66 კგ | თენგო ზირაქაშვილი.
73 კგ | გიორგი ტერაშვილი.
81 კგ | ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე.
90 კგ | თამაზ კობერიძე.
100 კგ | გიორგი ბადუაშვილი.
+100 კგ | შალვა გურეშიძე.
გოგონები:
48 კგ | მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია.
52 კგ | ელენე წიკლაური.
57 კგ | ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე.
63 კგ | ეთერ ასკილაშვილი.
70 კგ | ნინო გულბანი.
+78 კგ | ნინო პაპიძე.