საქართველოს კადეტთა ნაკრებმა თელავში გამართულ ევროპის თასზე გუნდური პირველობა არავის დაუთმო. ჩვენმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა 7 ოქროს, 7 ვერცხლისა და 23 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მათგან 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 13 ბრინჯაო ვაჟთა შორის, ხოლო 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი ქალთა შორის დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ვაჟთა შორის ორ წონით კატეგორიაში – 73 კგ-სა და 81-ში ქართული ფინალი შედგა, უფრო მეტიც – 81 კგ-ში ოთხივე მედალი ჩვენ დაგვრჩა – ქართველმა კადეტებმა კვარცხლბეკზე ადგილი სხვას არ დაუთმეს.
ოქროსმედალოსნები გახდნენ:
ლუკა ქალიაშვილი (-55 კგ)
მერაბ სამადაშვილი (-66 კგ)
ცოტნე ბახტაძე (73 კგ)
საბა სონღულაშვილი (81 კგ)
ნოდარ კობალაძე (+90)
ელენე კურდღელია (-57 კგ)
ბარბარე გელაშვილი (+70 კგ)
ვერცხლისმედალოსნები :
ლუკა დათაშვილი (-60 კგ)
ლადო დულარიძე ( -73)
საბა ჯახველაძე (-81 კგ)
მალხაზ შატაკიშილი
ნინი ფანცხავა (-44 კგ)
ნინო ხარაიშვილი (-52 კგ)
მარიამ ნათელაური (-63 კგ)
ბრინჯაოსმედალოსნები :
ლაშა აბულაძე ( -50 კგ)
ნიკოლოზ გივიშვილი (-50 კგ)
ლუკა დარისპანაშვილი ( 55კგ)
ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ)
გიგი კეკვიაშვილი (-60 კგ)
თენგიზ ხუდოიანი (-66 კგ)
გიორგი მუმლაძე (73 კგ)
დავით პაპუკიშვილი (-81 კგ)
ლევან გელაშვილი (-81 კგ)
გიორგი გელაშვილი (-90 კგ)
ლუკა დემურაძე (-90 კგ)
გიორგი კარჩაიძე (+90 კგ)
იოანე აბალაკი (+90 კგ)
ნინო საფარაშვილი (-44 კგ)
ნატალი იაშვილი (-44 კგ)
მარიამ ზაკარაია (-48 კგ)
მარიამ თუმანიშვილი (-48 კგ)
მარიამ ოქრუაშვილი ( -52 კგ)
სოფიო თათრიშვილი (-52 კგ)
მაია ბიძინაშვილი ( -57 კგ)
დიანა გოგალაძე (-57 კგ)
ქეთი რობაქიძე (-70 კგ)
ნონა კვარაცხელია (+70)