თურქული „გალათასარაის“ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო შეიძლება „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ძანიოლოს ნიჭის თაყვანისმცემელია. ადრე მანას იტალიელი ფეხბურთელის მიწვევა სურდა „იუვენტუსში“, სადაც ტურინული კლუბის ახალგაზრდული გუნდის სპორტულ დირექტორად მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ძანიოლო იჯარის წესით „ასტონ ვილაში“ თამაშობს. მის ანგარიშზე 34 მატჩში სამი გოლი მოდის.
იტალიელის კონტრაქტი „გალათასარაისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.