„ასტონ ვილამ“ ოფიციალურად დაასრულა ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერი.
იტალიელი ნახევარმცველი ბირმინგემულ კლუბში „გალათასარაიდან“ იჯარით გადავიდა. ეს გარიგება ინგლისელებს 5 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
გარდა ამისა, „ასტონ ვილას“ ექნება 2024 წლის ზაფხულში 22.5 მილიონ ევროდ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება.