საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.
ჩვენი გუნდის წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიგო.
შოთა მიშველიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია და მის ანგარიშზე 3 ვერცხლის მედალია, ხოლო რევაზ დავითაძემ 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიგო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა შეძლო საკუთარი ქულების დაფიქსირება.
გუნდურ ჩათვლას უზბეკეთის ნაკრები ლიდერობს, რომლის ანგარიშზე 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია. მეორეა სამხრეთ კორეა – 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.