ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი - ტალახაძისგან ოქროს მედალს ველოდით, მაგრამ შინაგანად მაინც ვღელავდით [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამოსვლისას დარბაზში იყო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი. ის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
„ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავ ლაშას ოჯახს, ქართულ ძალოსნობას და მთლიანად საქართველოს. ოქროს მედალს ველოდით, მაგრამ შინაგანად მაინც ვღელავდით. კარგია, რომ ტალახაძემ ეს ოლიმპიადა ლამაზად დაამთავრა. ეს არის რეკლამა და პოპულარიზაცია არა მარტო ამ სახეობისა საქართველოში, არამედ ძალოსნობისა მსოფლიოს არენაზე“, – აღნიშნა კახი კახიაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური