ძალოსნობა | ზაზა ლომთაძის ორი მედალი ტაშკენტიდან #1TVSPORT
ძალოსნობა | ზაზა ლომთაძის ორი მედალი ტაშკენტიდან #1TVSPORT

იუნიორ ძალოსანთა შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ზაზა ლომთაძემ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტაშკენტში იუნიორ ძალოსანთა შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზაზა ლომთაძემ ატაცში ჯერ 152, შემდეგ კი 157 კგ. დაძლია და მეოთხე იყო.

აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 194 კგ დააფიქსირა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ზაზა ლომთაძე ორჭიდის ჯამში 351 კგ-ით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.