ძალოსნობა | პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ლაშა ტალახაძე იასპარეზებს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ძალოსნობა | პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ლაშა ტალახაძე იასპარეზებს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) იასპარეზებს.

30 წლის ქართველი ძალოსანი მესამე ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ბრძოლას თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია.

პარიზის ოლიმპიადაზე ძალოსანთა ტურნირზე მონაწილეობა ასევე მიიღო შოთა მიშველიძემ (61 კგ). მან შეჯიბრებაზე ორჭიდის ჯამში 256 კგ-ით მეექვსე ადგილი დაიკავა.