ძალოსნობა | მარიამ მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 68/72 /74 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში (162 კილოგრამით) მარიამმა კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ რეკორდებიც დაამყარა – ატაცსა და ორჭიდში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების საუკეთესო შედეგი მან ორი კილოგრამით გააუმჯობესა.