ძალოსნობა | მარიამ მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

00:09, 27.07.2023

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 68/72 /74 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში (162 კილოგრამით) მარიამმა კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ რეკორდებიც დაამყარა –  ატაცსა და ორჭიდში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების საუკეთესო შედეგი მან ორი კილოგრამით გააუმჯობესა.

მსგავსი