ძალოსნობა | გიორგი ჩხეიძე - მადლობა ქომაგობისთვის, თქვენი გამხნევება ჩემთვის დიდი სტიმულია #1TVSPORT
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 109 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძემ 2 ვერცხლის მედალი მოიგო. გიორგიმ აკვრაში 219კგ დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში კი დაძლეული 389 კგ-ით ასევე მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ გიორგი ჩხეიძემ მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„35 კგ-ის დაკლების შემდეგ ეს ამ წონაში ჩემი მეორე წარმატებაა. 2022 წელს ევროპის ჩემპიონატი ალბანეთში იყო და სამი ვერცხლის მედალი მოვიგე.
ეს კი კოლუმბიიდან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედალი. მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ ჩემი ქომაგობისთვის, თქვენი გამხნევება ჩემთვის დიდი სტიმულია და მახარებს.
დიდი მადლობა მწვრთნელებს: ჩემს მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს, მწვრთნელებს ავთო გახოკიძეს და გია ცირეკიძეს, ჩემს პირად მწვრთნელს ბეჟან ჭიჭინაძეს ფა გოჩა ჩიქოვანს, ექიმს გიორგი ჭინჭარაულს, მასაჟისტს რუსლან ღიბრაძეს და ჩემი ოჯახის წევრებს. წინ, გამარჯვებისკენ“, – წერს გიორგი ჩხეიძე.