ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გიორგი ჩხეიძემ და ზაზა ლომთაძემ (109 კგ.) იასპარეზეს.

ატაცში ჩხეიძემ 166, 170 და 173 კგ დაძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში ჯერ – 203, შემდეგ კი – 208 კგ დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 381 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ზაზა ლომთაძემ ატაცში 158 და 163 კგ დაძლია და მე-8 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში 203 კგ-ის შემდეგ 213 კგ. დაძლია და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ორჭიდში კი დაფიქსირებული 376 კგ-ით მეოთხე ადგილზე გავიდა.