ძალოსნობა | ​შოთა მიშველიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
ძალოსნობა | ​შოთა მიშველიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში 286 კგ. დააფიქსირა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შოთა მიშველიძემ ატაცში პირველ მოძრაობაში 131 კგ. დაძლია და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. აკვრაში მისი შედეგი 150 და 155 კგ-ია, მან მესამე ცდაზე 160 კგ-იანი შტანგა ვერ დაიმორჩილა, მაგრამ ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ამავე წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში რამინ შამილიშვილის შედეგი 267 კგ-ია და მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში მე-8 ადგილი დაიკავა.

61 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი კორეელი როკ შინი გახდა და მისი შედეგია 288 კგ.