ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალ გამთენიისას საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი იასპარეზებს #1TVSPORT
ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალ გამთენიისას საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი იასპარეზებს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფიცარნაგზე 109 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე მოსინჯავენ საკუთარ ძალებს.
შეჯიბრი 16 დეკემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ.