ძალოსანმა საბა ადამიამ ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ადამიამ 102 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 128, 132 და 137 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. მან ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა აკვრაში, სადაც ჯერ – 165, შემდეგ კი 168 კგ დააფიქსირა.
ორჭიდის ჯამში საბა ადამიას შედეგი 305 კგ-ია და ის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ატაცში საქართველოს რეკორდი – ერთი, აკვრაში – ორი, ხოლო ორჭიდის ჯამში ექვსი კგ-ით გააუმჯობესა.