ძალოსანი გურამ გიორბელიძე ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა
ძალოსანი გურამ გიორბელიძე ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ გიორბელიძემ შეჯიბრზე გამოსვლა მუხლის ტრავმის გამო შეწყვიტა.

67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანმა ტრავმის მიუხედავად ატაცში 100 კგ, აკვრაში კი 115 კგ. დააფიქსირა, თუმცა საბოლოოდ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის და გუნდის ექიმის გიორგი ჭინჭარაულის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად ასპარეზობას გამოეთიშა.