ძალოსანი გიორგი ჩხეიძე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს #1TVSPORT
საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება. ფიცარნაგზე 109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გავლენ.
ქართველმა ძალოსანმა, გიორგი ჩხეიძემ ერთ-ერთ ვარჯიშზე კუნთის სერიოზული ტრავმა მიიღო. სამედიცინო დასკვნის თანახმად, მან მყესი ხუთი სმ-ით დაიზიანა და, შესაბამისად, შეჯიბრებაზე გამოსვლას ვერ შეძლებს.
საქართველოს ნაკრების ღირსებას ზაზა ლომთაძე დაიცავს.
ერევანში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჩხეიძეს ორჭიდში ვერცხლის, ხოლო ზაზა ლომთაძეს აკვრაში ბრინჯაოს მედალი გადაეცა.
დღეს , 20:10 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ეთერში ხილვის შესაძლებლობა გულშემატკივარს ტელესკოლაზე ექნება.