ძალიან მოულოდნელია და გულდასაწყვეტი - „თელავმა“ მიქაძის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
ძალიან მოულოდნელია და გულდასაწყვეტი - „თელავმა“ მიქაძის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

„თელავმა“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ დატოვა, რომელმაც წყალტუბოს „სამგურალი“ ჩაიბარა.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ დატოვა. მას „თელავთან“ მოქმედი ხელშკრულება აკავშირებდა და ცხადია, ჩვენი გუნდიც მისი თავკაცობით აპირებდა ახალი სეზონისთვის მზადებას. თუმცა წასვლა ოჯახური მიზეზით, საკუთარი სურვილით ითხოვა, რაც ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი და გულდასაწყვეტი გახლდათ. „თელავი“ მადლობას უხდის გიორგი მიქაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს“, – ვკითხულობთ „თელავის“ პრესსამსახურის განცხადებაში.

გიორგი მიქაძე 2022 წლიდან წყალტუბოს „სამგურალს“ გაწვრთნის, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოსო ფრუიძეს ჩაანაცვლებს – „თელავის“ ყოფილი თავკაცი გიორგი მიქაძე ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ახალგაზრდა სპეციალისტია. 40 წლის მწვრთნელმა „თელავი“ ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანა და ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი ეროვნულ ლიგაში პლეი აუტის გარეშე დატოვა.

შემთხვევითი არაა, რომ გიორგი მიქაძე ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.