ძალამიძე „დინამოდან“ წავიდა
ძალამიძე „დინამოდან“ წავიდა

ნიკა ძალამიძე თბილისის „დინამოს“ მოულოდნელად დაემშვიდობა. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი კლუბში 6 მარტს ჩაირიცხა, 4 თვეში კი კლუბს დაემშვიდობა.

„დინამოს“ ცნობით, ნიკა ძალამიძესთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა – 26 წლის შემტევი კლუბს უკვე დაემშვიდობა.

„მადლობა „დინამოს“ ყველაფრისთვის. ამ კლუბმა მომცა შანსი და ჩემთვის რთულ პერიოდში ამიყვანა. ჩემი მხრივ, თავი არც მე დამიზოგავს. „დინამოს“ წარმატებას ვუსურვებ და ვიმედოვნებ, სეზონს ოქროს მედლებით დაასრულებს. მადლობა გულშემატკივარს, ჩემს გუნდელებს, კლუბის ყველა თანამშრომელსა და ხელმძღვანელობას. მოსვლის პირველივე დღიდან გუნდის ყველა წევრისგან განსაკუთრებულ თანადგომას ვგრძნობდი, რასაც ვაფასებ. მადლობა და გემშვიდობებით“, – ამბობს ნიკა ძალამიძე.