დონალდ ტრამპი - ექსტრემისტი პოლიტიკოსები შეუერთდნენ პოლიციის საწინააღმდეგო ჯვაროსნულ ლაშქრობას და დაუნდობლად ლანძღავენ სამართალდამცავი ორგანოების გმირებს
დონალდ ტრამპი - ექსტრემისტი პოლიტიკოსები შეუერთდნენ პოლიციის საწინააღმდეგო ჯვაროსნულ ლაშქრობას და დაუნდობლად ლანძღავენ სამართალდამცავი ორგანოების გმირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და აშშ-ის მთავარმა პროკურორმა, უილიამ ბარმა „ოპერაცია ლეგენდის“ პროგრამის გაფართოების შესახებ ისაუბრეს, რომლის ფარგლებში, ფედერალურ აგენტებს ჩიკაგოში, ნიუ მექსიკოში და ალბუკერკეში გაგზავნიან.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში ძალადობრივი დანაშაულის ზრდა აღინიშნება და ფედერალური აგენტები ადგილობრივ პოლიციას დაეხმარებიან.

აშშ-ის რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა დემოკრატი ლიდერები, რომლებიც იმ ქალაქებს და შტატებს ხელმძღვანელობენ, სადაც ძალადობრივი აქციები იმართება.

„ექსტრემისტი პოლიტიკოსები შეუერთდნენ პოლიციის საწინააღმდეგო ჯვაროსნულ ლაშქრობას და დაუნდობლად ლანძღავენ სამართალდამცავი ორგანოების გმირებს. ნებისმიერი გადმოსახედიდან, პოლიციის დახურვის მცდელობის ძალისხმევამ სროლების, მკვლელობების, საძაგელი დანაშაულისა და ძალადობის შოკისმომგვრელი აფეთქება გამოიწვია. ეს სისხლისღვრა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.