დვალმა ბულგარეთში სადებიუტო გოლი გაიტანა, ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ითამაშა, დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ქულები დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT
დვალმა ბულგარეთში სადებიუტო გოლი გაიტანა, ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ითამაშა, დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ქულები დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუნდესლიგის 26-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა – მისი გუნდი ფრანკფურტში „აინტრახტს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ზივზივაძემ მე-80 წუთზე შეცვალეს.

გიორგი გოჩოლეიშვილისჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე „კიოლნი“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1. „ჯვაროსნების“ მცველს არ უთამაშია.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ გასვლით მატჩში „გრენობლს“ დაუპირისპირდა, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა (0:0) და სატურნირო ცხრილში კვლავ მეორე ადგილზეა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 90+3-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ბულგარეთის ჩემპიონატში ლაშა დვალის ცსკა 1948 ვარნაში „სპარტაკს“ ესტუმრა და 2:1 მოიგო, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების მცველმაც შეიტანა – კუთხურის გათამაშების შემდეგ დვალმა 69-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მისმა გუნდმა ბოლო წამზე გატანილი ბურთით გაიმარჯვა.