დვალიშვილი სეხუდოსთან, სავარაუდოდ, 2024 წლის 20 იანვარს იჩხუბებს #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილი და ორ სხავადასხვა წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო ორთაბრძოლის გამართვის თარიღზე შეთანხმდნენ, – იუწყება MMA UNCENSORED.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი და ამერიკელი მებრძოლების დაპირისპირება UFC 297-ზე 20 იანვარს გაიმართება – ღონისძიებას კანადა, კერძოდ კი ქალაქი ტორონტო უმასპინძლებს.
ბოლო ბრძოლა მერაბ დვალიშვილმა პრინციპულ მეტოქესთან, ყოფილ ჩემპიონ პიოტრ იანთან 2023 წლის 12 მარტს გამართა. ქართველმა რუსი მოწინააღმდეგე ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. სეხუდომ კი თავისი ბოლო ბრძოლა დვალიშვილის მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან 7 მაისს ჩაატარა და ქულებით წააგო.
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში დვალიშვილი მეორე ადგილზეა, სეხუდო – მესამეზე. დივიზიონის ჩემპიონი შონ ო’მალია, ხოლო პირველ პოზიციას ალჯამეინ სტერლინგი იკავებს.