დუშან ვლაჰოვიჩი იტალიის სერია A-ს იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად ტურნირის „იუვენტუსის“ სერბი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი დაასახელეს.
გასულ თვეში ვლაჰოვიჩმა იტალიის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 გოლია. ეს აღიარება სერბისთვის მეორეა კარიერაში, თვის საუკეთესო ფეხბურთელი ის 2021 წლის დეკემბერშიც გახდა.
24 წლის დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსის“ წევრი 2022 წლის იანვარში გახდა, მის სანაცვლოდ ტურინულმა გუნდმა ფლორენციის „ფიორენტინას“ 70 მილიონი ევრო გადაუხადა.
მიმდინარე სეზონში „იუვენტუსს“ 53 ქულა აქვს და სერია A-ში მეორე ადგილზეა, სერბი ფეხბურთელი კი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.