დუმაში Дождь-ის ჟურნალისტები შესაძლოა, აღარ შეუშვან
დუმაში Дождь-ის ჟურნალისტები შესაძლოა, აღარ შეუშვან

რუსეთის სახელმწიფო დუმაში ოპოზიციური ტელეკომპანია Дождь-ის ჟურნალისტებს შესაძლოა, აკრედიტაცია გაუუქმონ. აღნიშნული ინფორმაცია დუმას ვიცე-სპიკერმა იგორ ლებედევმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაადასტურა.

მიზეზად რუსი დეპუტატის, ლეონიდ სლუცკის შესახებ Дождь-ის მიერ მომზადებული მასალა დასახელდა. ტელეგადაცემაში საუბარი იყო სლუცკის მხრიდან რამდენიმე ქალზე განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე. დუმის სპიკერმა ოპოზიციური არხის ჟურნალისტები ცილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ დუმაში შესვლის ნებართვა უნდა ჩამოერთვათ.

ოპოზიციური ტელეკომპანია Дождь რუსეთის ხელისფულების მხრიდან ზეწოლისა და მწვავე კრიტიკის სამიზნედ არაერთხელ ქცეულა. საერთაშორისო ორგანიზაციის Reporters without borders-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია მედიის თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 148-ე ადგილს იკავებს.