კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ტრაგიკულად დაღუპული ვიცე-პრეზიდენტის, დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი 7 ოქტომბერს დაიწყება.
მემორიალის თამაშები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებული სპეციალური რეგულაციების დაცვით, თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. თამაშებზე მაყურებელი არ დაიშვება და გათვალისწინებული იქნება კორონავირუსის გავრცელების სპეციალური პრევენციული ზომები.
დუდუ დადიანის 2020 წლის მემორიალში 9 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 3 ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
“ა” ჯგუფი – თსუ, რუსთავი, მგზავრები
“ბ” ჯგუფი – ვერა, კაკტუსი, ტიტები
“გ” ჯგუფი – ქუთაისი, ოლიმპი, ცხუმ-აფხაზეთი
გუნდები ჯგუფებში ერთ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები ნახევარფინალში გავლენ. მეოთხე გუნდი, რომელიც ნახევარფინალს შეავსებს, საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება. დებულების თანახმად, ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს არ შეხვდებიან.
ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება 7, 8 და 9 ოქტომბერს. ნახევარფინალები 11-ში, ხოლო ფინალი 12 ოქტომბერს, 18:00 საათზეა დანიშნული.
gbf.ge