დუდუ დადიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გათამაშების გამარჯვებული თსუ-ს გუნდი გახდა
დუდუ დადიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გათამაშების გამარჯვებული თსუ-ს გუნდი გახდა

ვაჟთა გუნდებს შორის გამართული შეჯიბრის ფინალურ შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა „ბათუმი“ ანგარიშით 87:69 დაამარცხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კორსანტია გახდა. მან საკუთარ ანგარიშზე 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი „თსუ“-ს კაპიტან გიორგი კორსანტიას დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – სანდრომ და ანდრიამ გადასცეს.