დუდა სანაძის „ანორთოსისი“ ფიბა ევროპის თასზე სლოვაკეთში დამარცხდა #1TVSPORT
ფიბა ევროპის თასზე მორიგი მატჩი გამართა კვიპროსის „ანორთოსისმა“, რომლის ღირსებასაც დუდა სანაძე იცავს. კვიპროსული გუნდი სლოვაკეთში „ლევიცეს“ შეხვდა და 68:100 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 17 წუთი გაატარა და შეხვედრა 8 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. დუდამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. „ანორთოსისში“ საუკეთესოები ჯორდან უილიამსი (11 ქულა, 8 მოხსნა) და კენტუან სმიტი (12 ქულა, 7 მოხსნა) გახდნენ.
„ანორთოსისი“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, შინ თურქულ „ბურსასფორთან“ გამართავს.