დუდა სანაძის 15 ქულა კვიპროსის ჩემპიონატში - „ანორთოსისი“ მეხუთე ადგილზეა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მსროლელი დუდა სანაძე კვიპროსში კვლავ შედეგიანია. მისმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში სტუმრად ლარნაკის აეკ-თან ითამაშა და 70:81 დამარცხდა.
დუდამ 39 წუთი ითამაშა, 15 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. 8-8 სამქულიანი და საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 3 სამიანი და 6 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის ბომბარდირი სანაძის თანაგუნდელი, ამერიკელი პოლიკაპი გახდა – 24 ქულა.
„ანორთოსისს“ 5 მოგება, 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.