დუდა სანაძემ კვიპროსის ჩემპიონატში 21 ქულა ჩააგდო - „ანორთოსისმა“ ლიდერს სძლია #1TVSPORT
დუდა სანაძემ კვიპროსის ჩემპიონატში 21 ქულა ჩააგდო - „ანორთოსისმა“ ლიდერს სძლია #1TVSPORT

დუდა სანაძის „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის ერთპიროვნულ  ლიდერს „აპოელს“ ესტუმრა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 90:89 დაამარცხა. ეს გახლდათ აპოელის პირველი წაგება მიმდინარე ჩემპიონატში.

დუდამ მხოლოდ 23 წამი დაისვენა. მის ანგარიშზე 21 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. დუდამ პირველ ნახევარში 8 ქულა ჩააგდო, ბოლო მეოთხედში კი საოცრად ითამაშა. მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულას აგებდა, სანაძემ კი მეორე ტაიმში 12 ქულა დააგროვა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – 78:78.

„ანორთოსისმა“ ოვერტაიმი 1 ქულის სხვაობით მოიგო, „აპოელი“ კი ამ სეზონში პირველად დამარცხდა. სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

სანაძის გუნდმა სეზონში მეოთხე შეხვედრა მოიგო. „ანორთოსისი“ ჩემპიონატის მომდევნო ტურში „ახილეასს“ დაუპირისპირდება. დუდას კლუბს 12 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.