დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს #1TVSPORT
დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

დუდას ბოლო კლუბი ბერძნული „ლამია“ იყო, კარიერაში კი „ალ ნასრი“ მისი მეთოთხმეტე გუნდი იქნება. შეგახსენებთ იმასაც, რომ საამიროებში ქართველთაგან ნიკოლოზ ცქიტიშვილიც (შარჯა) თამაშობდა.

დუდა ახალ კლუბში კარგ ფორმაში მიემგზავრება – იგი საქართველოს ნაკრების თებერვლის მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დანიასთან მოგება კი გადამწყვეტ მომენტში ჩაგდებულმა მისმა სამქულიანმა და ორიანმა განაპირობა.

 

კარიერა

2009–2010 დინამო თბილისი

2010–2011 რუსთავი

2011 ბათუმი

2011–2012 დინამო თბილისი

2012-2015 სან დიეგო (აშშ)

2016 ლასტოვსკა (სლოვენია)

2016–2017 პრიმორსკა (სლოვენია)

2017 პისტოია (იტალია)

2018 გიპუსკოა (ესპანეთი)

2018-2019 როსა რადომი (პოლონეთი)

2019–2020 ოლივეირენსე (პორტუგალია)

2020 ალ ხორი (კატარი)

2020–2022 ბორაჩ ჩაჩაკი (სერბეთი)

2022–2023 ანორთოსისი (კვიპროსი)

2023–2024 ატომერომუ (რუმინეთი)

2024 ანორთოსისი (კვიპროსი)

2024 ჰალკონესი (მექსიკა)

2025 ლამია (საბერძნეთი)

2024-25 ალ ნასრი (საამიროები)