დუბლი კონკურენტთან - გიორგი მიქაუტაძემ „ბორდოსთან“ გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ში ქართველების გუნდების, „მეცისა“ და „ბორდოს“ შეხვედრის მთავარი გმირი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომლის შესანიშნავმა თამაშმაც „მეცს“ კონკურენტთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 3:0.

31-ე ტურში საფრანგეთის მთავარ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებაში გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა და შეხვედრაში 65-ე წუთდან ჩაერთო.

მატჩის საკვანძო მომენტი 42-ე წუთზე მოხდა: მიქაუტაძე კარგად გაიხსნა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ ჟირონდელთა გოლკიპერმა გაეტან პუსინიმ ქართველი ფორვარდი წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს -„ბორდო“ კაცნაკლული დარჩა.

მეცმა“ პირველი ნახევრის დარჩენილ დროში მთელი ძალებით შეუტია, განსაკუთრებით, ქართველი თავდამსხმელი აქტიურობდა, თუმცა ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მასპინძლებმა რიცხვობრივი უპირატესობით მეორე ტაიმში სწრაფად ისარგებლეს. 49-ე წუთზე ანგარიში აბლი ჯელოუმ გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე გიორგიმ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და ზუსტი დარტყმით მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

72-ე წუთზე მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა – ქართველმა შემტევმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, გზად რამდენიმე მცველი ჩამოიშორა და მახვილი კუთხიდან ზუსტად გაისროლა – 3:0.

გიორგი 84-ე წუთზე შეცვალეს. sofascore-მა ქართველ ლეგიონერს ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება – 8.4 დაუწერა.

31 ტურის შემდეგ „მეცი“ 55 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა და მეორეადგილოსანბორდოსთან“ (56) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა, „სენტ ეტიენისთავამსხმელს, ჯან-ფილიპ კრასოს (15 გოლი, 8 საგოლე პასი) გადაასწრო და ბომბარდირთა დავაში ისევ ერთპიროვნულად გალიდერდა.