დუბაიში, 67-სართულიან ცათამბჯენში ცეცხლი გაჩნდა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია
დუბაიში, 67-სართულიან ცათამბჯენში ცეცხლი გაჩნდა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია

დუბაიში, 67-სართულიან ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა, შენობიდან თითქმის 4000 ადამიანი იყო ევაკუირებული.

როგორც მედია წერს, ხანძარი ადგილობრივი დროით 21:30 საათზე გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ხანძრის ჩაქრობას ექვსი საათი დასჭირდა.

მედიის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი, რათა სრული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაეწიათ ევაკუირებული მცხოვრებლებისთვის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.