დუაით ჰოვარდმა „ივერიონთან“ 12 ქულა ჩააგდო, გორიის გუნდმა „ფორტრესი“ დაამარცხა #1TVSPORT

22:29, 10.10.2026

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტური თბილისსა და რუსთავში საინტერესო შეხვედრით გაიხსნა. „კავკასიამ“ „ქუთაისი“ 97:65 დაამარცხა, „რუსთავმა“ ოვერტაიმში სძლია „თელავს“ (97:94), ხოლო გორის „ივერიონმა“ თბილისში „ფირტრესს“ 75:70 აჯობა.

ტური „თბილისი არენაზე“ გახსნა, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა „ქუთაისს“ უმასპინძლა. კავკასიელებმა 32-ქულიანი სხვაობით, 97:65 იმარჯვეს, რითაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვება გაიფორმეს. გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესოები ტომი ლუისი (17 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი), ლუკა მაზიაშვილი (16 ქულა) და ჯასტინ ფორსტი (15 ქულა) იყვნენ, ხოლო ქუთაისელთა რიგებში დაჩი ქავთარაძე (13 ქულა, 6 პასი), ლუკა ალავიძე (11 ქულა) და მაიკლ ფრეზიერი (10 ქულა) გამოირჩნენ.

***

სრულიად საპირისპირო სცენარით წარიმართა მეორე შეხვედრა რუსთავში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „თელავს“ უმასპინძლა და დამატებით დროში, სამი ქულის სხვაობით, 97:94 იმარჯვა. მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო, როცა დასრულებამდე 5:20 წუთით ადრე რუსთაველები 18-ქულიანი სხვაობით (85:67) ლიდერობდნენ. თუმცა ნიკოლოზ დარბაიძისა და გრეგორი მილტონის შედეგიანი ქმედებებით სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, ხოლო გიორგი კობახიძემ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით დროში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, თუმცა ბოლო წამებზე ჯეიდენ კინგმა ზუსტი სამქულიანით რუსთაველებს გამარჯვება მოუტანა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ელვინ მაილსი (27 ქულა, 8 პასი), შამარკუს კენედი (11 ქულა, 12 მოხსნა) და ჯეიდენ კინგი (18 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი) გამოირჩნენ, ხოლო „თელავიდან“ გრეგორი მილტონმა (37 ქულა, 18 მოხსნა, 6 პასი), ლევან ფირცხელიანმა (10 ქულა, 18 მოხსნა) და დავით ჭუაძემ (13 ქულა) იყოჩაღეს.

***

„ახალციხემ“ „ბათუმს“ უმასპინძლა, მხურვალე ქომაგობის მიუხედავად ახალციხელებმა გამარჯვებას ვერ მიაღწიეს. „ბათუმმა“ 75:70 გაიმარჯვა.

„ახალციხეში“ 11 ქულითა და 14 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა, 16 ქულა ჰქონდა ჯამირ ჰარისს.

„ბათუმში“ 21 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა ლაშა ოჩხიკიძეს. 18 ქულთა და 8 მოხსნით გამოირჩა ლარი ჰაუელი.

„ბლექ ფორტრესი“ „ივერიონს“ დუაიტ ჰოვარდით დაუხვდა. NBA-ის ყოფილი ვარსკვლავი „ბლექ ფორტრესმა“ რამდენიმე მატჩის სათამაშოდ ჩამოიყვანა და მისი სუპერლიგაში დებიუტი სწორედ „ივერიონთან“ შედგა.

თანაბარ მატჩში გამარჯვება გორელებმა მოიპოვეს – 75:70.

„ივერიონის“ შემადგენლობაში მიკა კლარკმა 18 ქულა ჩააგდო. მეზია ოუქმენმა 10 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ვოვა თავაქარაშვილმა 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 12 ქულით დაასრულა.

„ბლექ ფორტრესში“ 18 ქულით და 14 მოხსნით ლუკა კალატოზიშვილი გამოირჩა, დუაით ჰოვარდმა 16 წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა.

***

ტური 11 ოქტომბერს, „მარგვეთისა“ და „თსუ-ს“ დაპირისპირებით დასრულდება.

მსგავსი