დროგბამ მანეს „აფრიკის მეფე“ უწოდა
დროგბამ მანეს „აფრიკის მეფე“ უწოდა

ლონდონის „ჩელსის“ და კოტ-დ’ივუარის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დიდიე დროგბამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სადიო მანეს „აფრიკის მეფე“ უწოდა.

„მივესალმები აფრიკის ახალ მეფეს. ვულოცავ სადიოს, რომელიც სენეგალური ფეხბურთის აღორძინების სიმბოლოა“, – წერს დიდიე დროგბა.

„ლივერპულისა“ და სენეგალის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია გუშინ, 7 იანვარს გაიმართა.

მანემ გამოკითხვაში აჯობა „ლივერპულში“ თავის თანაგუნდელ მოჰამედ სალაჰსა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ რიად მაჰრეზს.