დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 30 საათის განმავლობაში არ დარღვეულა

12:45, 28.10.2026

დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 30 საათის განმავლობაში არ დარღვეულა.

რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისრის, იანა ლანტრატოვას განცხადებით, ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია. ლანტრატოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კვლავ კონტაქტზეა უკრაინის ომბუდსმენთან, დიმიტრი ლუბინეცთან, რომელთანაც კოორდინაციას უწევს შეთანხმებების შესრულებას.

27 ოქტომბერს, მოსკოვის დროით 04:00 საათზე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს ოლეშკის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაციისთვის მომზადების მიზნით. ლანტრატოვამ განმარტა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პირველი ნოემბრის 22:59 საათამდე გაგრძელდება.

რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ოპერაციის მთავარი მიზნებია საკვებით, მედიკამენტებით და სხვა აუცილებელი მარაგებით დატვირთული კოლონის შესვლა, ასევე იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც ნებაყოფლობით გადაწყვეტენ ქალაქიდან წასვლას.

კრემლმა განმარტა, რომ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ცეცხლიის შეწყვეტაში კოორდინატორის როლი ითამაშა. უკრაინამ მხარი დაუჭირა ინიციატივას.

მსგავსი