დრეიმონდ გრინი ავტომატიანი ფოტოსთვის გააკრიტიკეს
დრეიმონდ გრინი ავტომატიანი ფოტოსთვის გააკრიტიკეს

“გოლდენ სტეიტის” ფორვარდი დრეიმონდ გრინი ისრაელს ეწვია, სადაც პრეზიდენტ რუვენ რივლინს შეხვდა. ამის შემდეგ, კალათბურთელი ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმს ესტუმრა, სადაც ავტომატთან ერთად პოზირებდა. ნაწილობრივ, გრინის მგზავრობა დააფინანსა ორგანიზაციამ – “ისრაელის არმიის მეგობრები”.

გამოქვეყნებული ფოტოსთვის გრინს დიდი კრიტიკა შეხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ისრაელში ავტომატით პოზირება თანაც გაღიმებული სახით, საშინელებაა. მათ ამ იარაღით სულ ახლახან გაანადგურეს ასი უიარაღო პალესტინელი”, – განაცხადა ორგანიზაცია Black Lives Matter-ის ხელმძღვანელმა შონ კინგმა.

„როგორ შეიძლება, ტრამპთან ვიზიტზე უარის თქმა და რივლინის მიწვევაზე დათანხმება. უბრალოდ, ძალიან უცნაურია იმის ყურება, როგორ იცინის გრინი და მათთან ერთად ისვრის ავტომატს. ეს ანტიტერორისტული ძალები არმიის ნაწილს წარმოადგენენ, რომლებმაც მაისში 60-ზე მეტი პალესტინელი დახოცეს”, – დაწერა The Nation-ის რედაქტორმა დეივ ზირინმა.