დრამონდის დებიუტი ტრავმით დასრულდა, ლიდერების გარეშე მოთამაშე „ლეიკერსმა“ „მილუოკისთან“ წააგო - NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
12:19, 01.04.2021
„ლოს ანჯელეს ლეიკერსი” რამდენიმე თამაშია ლიდერების, ენტონი დევისისა და ლებრონ ჯეიმსის გარეშე ცდილობს წარმატების მიღწევას. რამდენიმე საათის წინ „სტეიპლს ცენტრში” მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკის“ უმასპინძლა და 97:112 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ „ლეიკერსის“ შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ანდრე დრამონდმა. 27 წლის ცენტრმა მოედანზე არასრული 15 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე ბევრი ვერაფერი მოახერხა (4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება). დრამონდმა მესამე პერიოდში ფეხის თითი დაიზიანა და ის მოედნიდან გაიყვანეს. როგორც შემდგომ გაირკვა ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, თუმცა „ლეიკერსის“ ახალწვეულმა შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო. ფრენკ ფოგელის გუნდში ყველაზე მეტი 19 ქულა მონტრეზჰარელმა დააგროვა. 17 ქულა იყო დენის შროდერის ანგარიშზე. მას ორმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. კაელ კუზმამ 16 ქულა მიითვალა.
„მილუოკელთა” შორის 25 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა იანის ანტეტოკუნმპომ. ჯრუჰოლიდეიმ მატჩი 28 ქულით დაასრულა.
30 მოგებითა და 17 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. „ლეიკერსი“ კი ასევე 30 მოგებითა და 18 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციაზეა.