დრამონდის დებიუტი ტრავმით დასრულდა, ლიდერების გარეშე მოთამაშე „ლეიკერსმა“ „მილუოკისთან“ წააგო – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსი” რამდენიმე თამაშია ლიდერების, ენტონი დევისისა და ლებრონ ჯეიმსის გარეშე ცდილობს წარმატების მიღწევას. რამდენიმე საათის წინ „სტეიპლს ცენტრში” მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკის“ უმასპინძლა და 97:112 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ „ლეიკერსის“ შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ანდრე დრამონდმა. 27 წლის ცენტრმა მოედანზე არასრული 15 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე ბევრი ვერაფერი მოახერხა (4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება). დრამონდმა მესამე პერიოდში ფეხის თითი დაიზიანა და ის მოედნიდან გაიყვანეს. როგორც შემდგომ გაირკვა ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, თუმცა „ლეიკერსის“ ახალწვეულმა შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო. ფრენკ ფოგელის გუნდში ყველაზე მეტი 19 ქულა მონტრეზ ჰარელმა დააგროვა. 17 ქულა იყო დენის შროდერის ანგარიშზე. მას ორმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. კაელ კუზმამ 16 ქულა მიითვალა.
„მილუოკელთა” შორის 25 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა იანის ანტეტოკუნმპომ. ჯრუ ჰოლიდეიმ მატჩი 28 ქულით დაასრულა.
30 მოგებითა და 17 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. „ლეიკერსი“ კი ასევე 30 მოგებითა და 18 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციაზეა.
ინდიანა – მაიამი 87:92
https://youtu.be/oif-HG95AMM
დეტროიტი – პორტლენდი 101:124
https://youtu.be/LdJpavqEyIw
ბოსტონი – დალასი 108:113
https://youtu.be/0-TllCYcU0E
ბრუკლინი – ჰიუსტონი 120:108
https://youtu.be/0KTkhHOIX2I
ოკლაჰომა – ტორონტო 113:103
https://youtu.be/CGP9QShbeIY
მინესოტა – ნიუ იორკი 102:101
https://youtu.be/qbWQNp-3t-0
მემფისი – იუტა 107:111
https://youtu.be/lqRf-Pk3XPU
სან ანტონიო – საკრამენტო 120:106
https://youtu.be/H0r-DavqAuQ
ფინიქსი – ჩიკაგო 121:116
https://youtu.be/vnQGMj6FyCo