დრაგუნი ბელარუსის ნაკრებში არგამოძახებაზე - არ მსურს რაიმეს თქმა, ბიჭები თამაშისთვის მშვიდად მოემზადონ
დრაგუნი ბელარუსის ნაკრებში არგამოძახებაზე - არ მსურს რაიმეს თქმა, ბიჭები თამაშისთვის მშვიდად მოემზადონ

ბატეს“ ნახევარმცველმა, სტანისლავ დრაგუნმა, რომელიც ევრო2020 საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩში საქართველოს წინააღმდეგ ბელორუსის ნაკრებში არ გამოძახეს, მოკლე კომენტარი გამოცემა „პრესბოლთან“ გააკეთა.

„არაფრის თქმა არ მსურს. ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ. დაე, სამწვრთნელო შტაბი და ბიჭები ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის მშვიდად მოემზადონ“, – თქვა დრაგუნმა.

დრაგუნი ეროვნული ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ გამოიძახეს – ოფიციალური ვერსიით, მიზეზი COVID-19-ის შემდეგ ფორმიდან ამოვარდნა იყო. თუმცა, გამოცემა „ტრიბუნას“ ცნობით, მისი არგამოძახება პოლიტიკას უკავშირდება. დრაგუნი ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ დაკავებულ კალათბურთელ ელენე ლევჩენკოს გამოექომაგა და მანამდეც აქტიური სამოქალაქო პოზიციით გამოირჩეოდა.