ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა და ნახევარმცველმა მარკო როისმა „დორტმუნდის“ შემადგენლობაში ვარჯიშები განაახლეს.
19 წლის ჰალანდმა დაზიანება 26 მაისს, „ბაიერნთან“ მატჩის დროს მსაჯთან შეჯახებისას მიიღო. როისი კი თებერვლის შემდეგ მკურნალობს კუნთის ტრავმას.
„დორტმუნდი“ ბუნდესლიგაში მორიგ შეხვედრას 13 ივნისს ჩაატარებს „ფორტუნას“ წინააღმდეგ. გუნდი მეორე ადგილზეა გათამაშების ცხრილში და შვიდი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბაიერნს“.