„დორტმუნდს“ ჰალანდის შენარჩუნება სურს და მზად არის ფეხბურთელის ხელფასი გაუორმაგოს #1TVSPORT
„დორტმუნდი“ ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ კიდევ ერთი წლით შეინარჩუნოს ფორვარდი ერლინგ ჰალანდი, – წერს Sky Sport Germany.
როგორც ირკვევა, გერმანული კლუბი მზად არის გაუორმაგოს ხელფასი ნორვეგიელ ფეხბურთელს – 9 მილიონიდან 18 მილიონამდე.
გარდა ამისა, „დორტმუნდს“ სურს, რომ ახალი კონტრაქტის თანახმად, გამოსასყიდი თანხა ძალაში შევიდეს არა 2022, არამედ 2023 წლიდან.
ჰალანდით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება, მათ შორის არიან მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“.