„დორტმუნდმა“ ზედიზედ მესამე მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, ჰაალანდმა დუბლი შეასრულა
„დორტმუნდმა“ ზედიზედ მესამე მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, ჰაალანდმა დუბლი შეასრულა

„დორტმუნდის” ახალწვეულმა ერლინგ ჰაალანდმა გოლების სერია გააგრძელა. ბუნდესლიგის მე-19 ტურში დორტმუნდელებმა შინ 5:0 გაანადგურეს „უნიონი”. ეს იყო ზედიზედ მესამე მატჩი, რომელშიც „დორტმუნდმა” ხუთი გოლი გაიტანა.

ჰაალანდმა ამ მატჩში დუბლი შეასრულა. თითო გოლი გაიტანეს ჯეიდონ სანჩომ, მარკო როისმა და აქსელ ვიტცელმა.

ერლინგ ჰაალანდმა „დორტმუნდში” ჩაატარებულ პირველ სამ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა – ასეთი დებიუტი ბუნდესლიგის ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

მეორე რეკორდი დაამყარა სანჩომ. ის ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც 25 გოლი გაიტანა. ინგლისელი მარტში 20 წლის გახდება.

„დორტმუნდი” მესამე ადგილზეა გერმანიის ჩემპიონატში და ლიდერ „ბაიერნს” სამი ქულით ჩამორჩება.