„დორტმუნდის“ შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი ისევ ლაზარეთში მოხვდა, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური წერს.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელთა ოთხი თვის უთამაშებელი კაპიტანი 10 ივნისს დაუბრუნდა ვარჯიშებს.
„მარკო ინტენსიურად მუშაობდა და ბოლო რამდენიმე კვირაში პროგრესს მიაღწია. მიუხედავად ამისა, კაპიტანს ადრინდელ ტრავმასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები. ის გაურკვეველი ვადით გამოვიდა მწყობრიდან“, – წერია კლუბის განცხადებაში.
გასულ სეზონში მარკო როისმა ბუნდესლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.