„დორტმუნდმა“ ჰაალანდის სატრანსფერო თანხა განსაზღვრა #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ ჰაალანდის სატრანსფერო თანხა განსაზღვრა #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა თანხაზე, რომლის სანაცვლოდ გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავს შეელევა, –  იუწყება AS.

წყაროს ინფორმაციით, გერმანული კლუბი მზად არის, რომ 20 წლის ჰაალანდი 200 მილიონ ევროდ გაასხვისოს.

აღნიშნავენ, რომ კოლასლური თანხა განპირობებულია იმ ინტერესით, რომელსაც ევროპის წამყვანი კლუბები : „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“, „ბარსელონა“, „ტოტენჰემი“ და „ჩელსი“ ჰაალანდის მიმართ გამოხატავენ.

2020/21 წლების სეზონში ნორვეგიელ ფორვარდს ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა – 40 გოლი 40 მატჩში და 11 შედეგიანი გადაცემა.

transfermarkt ჰაალანდის სატრანსფერო თანხად 110 მილიონ ევროს ასახელებს.