„დორტმუნდმა“ დონიელ მალენის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ დონიელ მალენის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდი დონიელ მარშალი „ეინდჰოვენიდან“ ბუნდესლიგაში გადადის სათამაშოდ. კერძოდ, ფეხბურთელი კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

22 წლის მალენმა უკვე გაიარა აუცილებელი სამედიცინო შემოწმება და გააფორმა კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

გასულ სეზონში ნიდერლანდელმა 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.