დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები თავიანთი ხელფასების 20 პროცენტზე უარს ამბობენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა ბილდი იუწყება. მოთამაშეების ამ საქციელის წყალობით, სამუშაო ადგილს კლუბის 850 თანამშრომელი შეინარჩუნებს.
ბუნდესლიგაში ჩატარებული 25 ტურის შემდეგ, დორტმუნდული კლუბი მეორე ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბაიერნს“.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპული ჩემპიონატები განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ამ ახალი ინფექციის 350 000 შემთხვევა დაფიქსირდა და 15 000 პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა.