„დორტმუნდი“ პლეი ოფის მიღმა დარჩა - ჩემპიონთა ლიგა, მე-5 ტური, C ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ფაქტები
* პედრო გონსალვეშმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა და კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა.
* „აიაქსმა“ პირველად ბოლო 26 წელიწადში მოიგო ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ხუთი ტური.
* სებასტიან ალერი მეოთხე მოთამაშეა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ხუთ მატჩში გაიტანა. მას ცხრა გოლი აქვს და დაეწია საუკეთესო ბომბარდირს რობერტ ლევანდოვსკის.
* ალერი ისტორიაში პირველი მოთამაშეა. რომელმაც პირველ ხუთ ტურში ცხრა გოლი გაიტანა.
* მარკო როისმა 55-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდის“ შემადგენლობაში, ეს საკლუბო რეკორდია.
C ჯგუფი
ბეშიქთაში-აიაქსი 1:2
გოლები: 1:0 ღეზალი (22), 1:1 ალერი (54), 1:2 ალერი (69)
ბეშიქთაში (4-2-3-1): მერთ გიუნოქი – როსიე, ვიდა, მონტერო, უმუთ მერაში – პიანიჩი (81. სალიჰ უჩანი), მეჰმეთ თოფალი (81. ჰათჩინსონი) – ღეზალი (67. ბატშუაი), ალექს ტეიშეირა (59. ბოზდოგანი), ნ’კუდუ – ლარინი.
აიაქსი (4-3-3): ონანა – მაზრაუი (72. ტიმბერი), სხუურსი (77. რენში), ლისანდრო მარტინესი, ტალიაფიკო (77. ბლინდი) – კლაასენი, ბერგჰუისი (83. ტეილორი), გრავენბერხი – ნევეში, დარამი (46. ალერი), ტადიჩი.
სპორტინგი-დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 პედრო გონსალვეში (30), 2:0 პედრო გონსალვეში (39), 3:0 პორო (81), 3:1 მალენი (90+3)
სპორტინგი (3-4-3): ადანი – ფედალი, კოატესი, ინასიო – პორო (88. უგარტე), პალინია, მატეუში, რეისი (67. ესგაიო) – სარაბია (67. სანტოსი), პედრო გონსალვეში (88. ნაზინიო), პაულინიო (82. ტომაში).
დორტმუნდი (4-3-1-2): კობელი – მენიე, პონგრაჩიჩი (67. ტიგესი), აკანჯი, შულცი (46. ემრე ჯანი) – რეინიერი (67. ზაგადუ), ვიტსელი (67. დაუდი), ბელინგემი – როისი – ბრანდტი, მალენი.
გაძევება: ემრე ჯანი (74. დორტმუნდი)
თ მ ფ წ ბ ქ
- აიაქსი 5 5 0 0 16:3 15
- სპორტინგი 5 3 0 2 12:8 9
- დორტმუნდი 5 2 0 3 5:11 6
- ბეშიქთაში 5 0 0 5 3:14 0
ბოლო ტური
7 დეკემბერი: აიაქსი-სპორტინგი, დორტმუნდი-ბეშიქთაში