„დორტმუნდი“ მატს ჰუმელსის დაბრუნებაზე ფიქრობს
„დორტმუნდი“ მატს ჰუმელსის დაბრუნებაზე ფიქრობს

„დორტმუნდის“ საწვრთნელი შტაბი აპირებს ცენტრალური მცველის, მატს ჰუმელსის დაბრუნებას. ფეხბურთელი ამჟამად მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს. ამის შესახებ გაზეთმა „ბილდმა“ დაწერა.

წყაროს ცნობით, დორტმუნდული კლუბის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები გერმანიის ჩემპიონთან, თუმცა ამ უკანასკნელის პოზიცია 30 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

ჰუმელსი „დორტმუნდიდან“ „ბაიერნში“ 2016 წელს გადავიდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდეა ძალაში.

2018-19 წლების სეზონში ჰუმელსმა „ბაიერნის“ რიგებში 33 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.